პატარკაციშვილის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის, აუდიოჩანაწერის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. დაცვის მხარის თქმით, აუდიოჩანაწერი, რომელიც ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებად ითვლება, არაავთენტურია.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის თქმით, ისინი მზად არიან, წარმოდგენილი მტკიცებულებები განიხილონ და ექსპერტებიც დაკითხონ.

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადება.