საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრალდებებს პასუხობენ.
მმართველი გუნდის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი შეწყალებასთან დაკავშირებით გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების გადაფარვას ცდილობს. “ევროპულ საქართველოსთან” ერთად კი, მის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებას ადგილი არ აქვს. პარტია ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას თავად გიორგი მარგველაშვილი ახდენს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ ერთიან მოქმედებაში დაადანაშაულა.