ტყიბულსა და თერჯოლაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ 17-მა წევრმა დატოვა.
ტყიბულიდან ცხრა პირმა, თერჯოლიდან კი რვამ მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა. ოპოზიციური პარტიების უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ მათი გადაწყვეტილების მიზეზი პარტიების გაერთიანება გახდა. მათთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი“. აღნიშნული მოქალაქები მოუწოდებენ ყოფილ თანაგუნდელებს, შემოუერთდნენ „ქართულ ოცნებას“ და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.