პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურის დაწყებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით ერთობლივი განცხადება 11-მა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა. საკითხზე არსამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, თუმცა ორგანიზაციები პარტიების ამ განცხადებას არ შეუართდნენ.
ოპოზიციური პარტიების განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და გარკვეული ოპოზიციური პარტიები მიზანმიმართულად ცდილობენ მას ხელი შეუშალონ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ უნდობლობის პროცედურის დაწყებისთვის ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია და საკითხზე მხოლოდ მიზანმიმართული პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.