პარტიების ეთიკის კოდექსი - შეფასებები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში.

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს და არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში ცესკო-ს როლს უსვამს ხაზს, მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ნაწილს რადიკალური მიზნები აქვს.