„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას იურიდიული კომიტეტი რამდენიმე წუთში დაიწყებს. „ქართული ოცნების“ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ. დაგეგმილ ცვლილებებს ოპოზიცია აკრიტიკებს.
მმართველი გუნდი ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ კანონპროექტი ევროკავშირის რეკომენდაციებიდან იმ პუნქტის შესასრულებლად მომზადდა, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.
მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.