პარტიების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით განიხილავენ. ინიციატივაზე ამ წუთებში პირველი მოსმენით მსჯელობენ. პროექტის მიხედვით, პარტია, რომლის წევრებსაც მანდატები შეუწყდებათ ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ასევე, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ იმ დეპუტატებს, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.