სადავო კანონპროექტის გარშემო საპარლამენტო განხილვები დაიწყო.
იურიდიულ კომიტეტში პირველი მოსმენით მიღებულია ცვლილებები, რომლითაც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგებიან, საკომიტეტო სხდომამ პრაქტიკულად ოპოზიციის გარეშე ჩაიარა. პროექტის მიხედვით, მცირდება პარტიების მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების ზედა ზღვარიც. მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს საკუთარ ალტერნატიულ წინადადებას უპირისპირებს „გირჩი“, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ითხოვს.