პარტია „საქართველოსთვის“ ფოთის მერობის კანდიდატი გიორგი აბსარიძე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ისინი ფოთის აგრარულ ბაზარში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა საარჩევნო ფლაერებიც დაარიგეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.