პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, უნდა დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით, საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.