„ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტი პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა. პოლიტიკური გაერთიანების წევრების განცხადებით, პროექტის მიზანია, ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ასევე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები.
პარტიაში ამბობენ, რომ მათ ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავენ.