პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება

პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებს აკრიტიკებს. პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას დეპუტატობის კანდიდატი, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. ასევე ცვლილებებით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, გაუქმდეს. ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მაღალი რეიტინგი არ აქვს, რის გამოც ბარიერის გაუქმებას ცდილობს.