პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ითხოვენ, მათ მიერ მომზადებული ინიციატივა წამყვან კომიტეტზე განიხილონ. საუბარია 2 მარტს დარეგისტრირებულ პროექტზე „რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ“. მათი მოთხოვნის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.