პარტია „საქართველოსთვის“ რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს. გიორგი გახარიას გუნდი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოადგილის პოზიციას სთავაზობს. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ქვეყნისა და მოსახლეობის უკეთესი მომავლისთვის.