პარტია „სამართლიანობისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა

პარტია „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატთა ნაწილის ვინაობა უკვე ცნობილია. სიაში მოხვდნენ ეკონომიკის, სამედიცინო სფეროს, სამართლისა და მასმედიის წარმომადგენლები. პროპორციული სიის პირველ ხუთეულში არიან იასე ზაუტაშვილი, ჯავარა უგრეხელიძე, ზაზა წერეთელი, თემურ რობაქიძე და დოდო შონავა. პარტიის ლიდერის განცხადებით, აღნიშნული პირები პოლიტიკაში ახალი სახეები, თუმცა საკუთარ პროფესიაში წარმატებულები არიან.