პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს – რიგით მეხუთე შეხვედრა დღეს გორში იმართება. ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. დღეს მოსახლეობას სიტყვით პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მიმართავენ.

გასული შეხვედრების მსგავსად, მთავარი აქცენტი, სავარაუდოდ, ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გაკეთდება. მიზნებს შორის კი ევროინტეგრაციის გზაზე ღირსებით სვლა, სოციალური პირობების გაუმჯობესება და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება სახელდება. რაც შეეხება საფრთხეებს – მთავარ საფრთხედ მმართველი პარტია გლობალური ომის პარტიასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებს მიიჩნევს.

#მოამბე 18 საათზე, 14 სექტემბერი 2024 – პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია #LIVE

მოამბე