პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს – ამჯერად ამომრჩეველთან შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა და გუნდის სხვა ლიდერებმა მიმართეს. ყურადღება გამახვილდა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ითქვა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასთან ერთად, ღირსებითა და მშვიდობით ევროკავშირში გაწევრიანებაა.

ნათია ქენქაძე დაესწრო იმერეთის მოსახლეობასთან შეხვედრას და ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება – მმართველი პარტიის მხრიდან რა იყო დღეს მთავარი გზავნილები?