პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, იურისტებთან ერთად ბუკიას ბაღში პენსიონერებს შეხვდა.
ოპოზიციონერი დეპუტატი მოქალაქეებს საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გაესაუბრა და მათ შესაბამისი განცხადებების დაწერაში დაეხმარა. კონკრეტულად საუბარია პანდემიის დროს მიღებულ ე.წ. საშეღავათო პერიოდზე, როდესაც პენსიონერებს ბანკმა თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და სესხის ოდენობა გაიზარდა. ქეთევან თურაზაშვილის განმარტებით, არსებობს პრეცედენტი, რომ პარტია „მოქალაქეების“ ჩართულობით მოხერხდა სესხის პირვანდელ ვადასა და ოდენობაში დაბრუნება და განულება.