პარტია „მოქალაქეების“ სარჩელი

პარტია „მოქალაქეები“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ქეთი თურაზაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მეორე წელია, საპენსიო სესხებსა და პენსიონერების პრობლემებზე მუშაობენ და „ლიბერთი ბანკის“ ორი სახის სქემის შესახებ შეიტყვეს, თუ როგორ იძარცვებიან პენსიონერები. მისივე განცხადებით, შეიმუშავეს რეკომენდაციები და პენსიონერებს ეხმარებიან, მიმართონ „ლიბერთი ბანკს“ და ძველ ჩარჩოში დაბრუნებით გაინულონ სესხები.