პარტია „მოქალაქეების“ ინიციატივა

ომბუდსმენობის კანდიდატი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი იქნება. გადაწყვეტილების შესახებ პარტია „მოქალაქეებმა“ ცოტა ხნის წინ განაცხადეს. სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. ეს პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ერთხელ უკვე წარიმართა, თუმცა კონკურსით შერჩეული 19 კანდიდატიდან, ხმების ეს რაოდენობა ვერცერთმა მიიღო, რის გამოც, პროცესი ჩავარდა.

რამდენად აქვს ლევან იოსელიანს იმის რესურსი, რომ 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს? – თეონა მანაგაძე განავრცობს თემას.