პარტია „ლელო“ თბილისის ორგანიზაციას აფუძნებს. ამ წუთებში, 700-ზე მეტი თბილისელი დელეგატი აირჩევს „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარესა და მმართველ საბჭოს, რომელიც 12 კაცისაგან შედგება. პარტიის ლიდერების განცხადებით, კონფერენციაზე 754 დელეგატი დარეგისტრირდა, მმართველი საბჭოს 12 წევრის ადგილის დასაკავებლად კი, განაცხადი 20-მა კანდიდატმა შეიტანა. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს სიტყვით „ლელოს“ ლიდერები მიმართავენ.