პარტია „გირჩი“ შაბათს საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს. ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ლიდერების განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაირღვა ფარულობის პრინციპი და არჩევნები საყოველთაოდ ღიად ჩატარდა. ამასთან, „გირჩის“ წევრები განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხში ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იყოს ერთიანი, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ მათი კოლეგების იმედი არ აქვთ.