პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ პირველ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, პარტიამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დარღვევები გამოავლინა. პარტიის წევრები განმარტავენ, რომ მათი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა პოლიტიკური ოპონენტების უკანონო თვალთვალი, დევნა და მუქარა. გარდა ამისა, როგორც „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, შესაბამისი საგამოძიებო უწყებების მხრიდან დაფიქსირდა არასათანადო რეაგირების ტენდენციაც.