პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგი

არჩევნების შედეგებს ეხმაურება გიორგი გახარია. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის ნებაზე იძალადა და ახლა ოპოზიციამ, მოქალაქეებთან ერთად თითოეული ხმა უნდა დაიცვას. გახარია განმარტავს, რომ მისი გუნდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობს და დარღვევების შესახებ ინფორმაციას სწორედ მას და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მიაწვდის.