პარტია „ევროპულ საქართველოს“ გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს. მისი არჩევის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს. ყრილობას არ ესწრებოდნენ დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა, რომლებმაც განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გიგი უგულავა ამბობს, რომ გიგა ბოკერიასთან ერთად პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა.
რა გადაწყვეტილებები მიიღეს ყრილობაზე, თამარ წიკლაური გვიერთდება პირდაპირ ეთერში.