პარტია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა

პარტია „ევროპული საქართველო“ 27 თებერვალს თბილისის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებების მატჩზე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე განცხადებას აკეთებს. გიგა ბოკერიას ინფორმაციით, დაგეგმილია გულშემატკივრებისთვის საქართველოსა და უკრაინის დროშების დარიგება და ამ გზით უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება. მისივე განცხადებით, ეს მოქმედება არ შეიძლება შეფასდეს პროვოკაციად, ვინაიდან იგი სრულად ჯდება კანონის ფარგლებში.

საკითხზე განცხადება დღეს თბილისის მერმაც გააკეთა. კახა კალაძის თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გამართოს აქცია, რომელიც ჯდება კანონის ფარგლებში, თუმცა თბილისის მერი მიიჩნევს, რომ სპორტი და პოლიტიკა აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული.