პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ და ოპოზიციის საპროტესტო აქცია იწყება.
აქციის მონაწილეებს, მხარდამჭერები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ორგანიზატორებმა რუსთაველის გამზირზე დამატებითი ჯებირები მიიტანეს. უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები.
აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.
რა განცხადებები გაკეთდა აქციის დაწყებამდე – ლიკა ალელიშვილის რეპორტაჟი.