პარლამენტთან საპროტესტო აქცია იწყება

15:05, 17.11.2019

პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“  და ოპოზიციის საპროტესტო აქცია იწყება.

აქციის მონაწილეებს, მხარდამჭერები რეგიონებიდანაც უერთდებიან.  ორგანიზატორებმა რუსთაველის გამზირზე დამატებითი ჯებირები მიიტანეს. უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.

რა განცხადებები გაკეთდა აქციის დაწყებამდე – ლიკა ალელიშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი