პარლამენტთან აქციაზე პირველი არხის ხუთი თანამშრომელი დაშავდა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე დაშავებულებს შორის ხუთი პირი საქართველოს პირველი არხის თანამშრომელია. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს.

ყველაზე რთული ჩვენი ჟურნალისტის, ლიკა ალელიშვილის მდგომარეობა იყო, რომელსაც რეზინის ტყვია ფეხის არეში მოხვდა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

დაშავდა „მოამბის“ კიდევ ერთი ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი.

დაშავებულები არიან საქართველოს პირველი არხის ოპერატორები: კახა ჯონჯუა, გიორგი პაჭიკაშვილი და სანდრო ბერაძე.