პარლამენტში „თამბაქოს შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავენ. საუბარია თუთუნის დაბეგვრაზე, ასევე, თამბაქოს ახალი ნაწარმის ცნების შემოღებაზე.
ინიციატორები ამბობენ, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ მოქალაქეები უფრო ხშირად თუთუნზე და ელექტრონულ სიგარეტზე გადადიან. ახალი ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი კი ახალგაზრდებზე ზრუნვაა. ასევე, ამ ინიციატივით ბიუჯეტში დამატებითი თანხა უნდა შევიდეს.