თამბაქოს კონტროლი

თამბაქოს შესახებ კანონი და მისი აღსრულების მექანიზმი განიხილეს პარლამენტში, ჯანმრთელობის ხელშეწყობის და პრევენციის საბჭოს სხდომაზე.

შეხვედრაზე ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 4 თვის მონიტორინგის შედეგები  წარადგინეს. დოკუმენტის თანახმად კანონის აღსრულების ნაწილში გარკვეული პრობლემები არსებობს და საკითხის მოსაგვარებლად კონსულტაციები მესამე სექტორთან აქტიურად მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” წარმომადგენლის თქმით, მთავარი გამოწვევა დღეს სათამაშო ბიზნესში თამბაქოს  მოხმარების კონტროლია.