პარლამენტში სამხედრო რეზერვის ახალი კონცეფციის განხილვა დაიწყო.
პირველი მოსმენის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს გააცნო. როგორც ნუკრი გელაშვილმა განაცხადა, კონცეფციის მიხედვით, იქმნება ორი სახის სარეზერვო სამსახური – სამობილიზაციო და აქტიური.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა თუ რა სახის რეზერვი ეყოლება საქართველოს კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ.
დეპუტატებს ნუკრი გელაშვილთან ტექნიკური ხასიათის შეკითხვები ჰქონდათ.