პარლამენტში რეზერვის სისტემის რეფორმაზე მსჯელობენ

15:18, 06.02.2018

რეზერვის სისტემის რეფორმაზე მსჯელობენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. დეპუტატებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცნობს.

ნუკრი გელაშვილი განმარტავს, რომ ორი სახის – აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი იქნება. კანონმდებლობით, აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითი ხდება, ხოლო სამობილიზაციო – სავალდებულო.

ცვლილებებით, აქტიურ რეზერვში  ჩარიცხვა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ, ხოლო სამობილიზაციო რეზერვში 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები ჩაირიცხებიან.

მსგავსი