რეზერვის სისტემის რეფორმაზე მსჯელობენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. დეპუტატებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცნობს.
ნუკრი გელაშვილი განმარტავს, რომ ორი სახის – აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი იქნება. კანონმდებლობით, აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითი ხდება, ხოლო სამობილიზაციო – სავალდებულო.
ცვლილებებით, აქტიურ რეზერვში ჩარიცხვა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ, ხოლო სამობილიზაციო რეზერვში 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები ჩაირიცხებიან.