პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.
ნდობის ჯგუფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმებასთან დაკავშირებულ ანგარიშს ისმენს.
დოკუმენტს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი წარადგენს. გარდა ამისა, სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილს განიხილავენ, რომელიც სპეციალური პროგრამების დაფინანსებას ეხება.