მარიხუანის მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ.
სხდომას სასულიერო პირებიც ესწრებიან, რომლებიც კანონპროექტს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ. ისინი ხელისუფლებას შენიშვნებს აცნობენ და საკუთარ მოთხოვნებს უყენებენ.