„მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს პარლამენტში კულტურის მინისტრს მოუსმენენ. თეა წულუკიანი საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს და უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. მოხსენების შემდეგ, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
ერთ-ერთი მთავარი თემა გელათის მონასტერს უკავშირდება. შეკითხვები ასევე შეეხება ფესტივალების დაფინანსებას და საკადრო ცვლილებებს მუზეუმებში.