ხმაურის ფონზე, საკანონმდებლო ორგანოში გენერალური პროკურორის ასარჩევად ემზადებიან. კენჭისყრა დღეს გაიმართება. ოპოზიციის ქმედებებს აფასებენ მმართველ გუნდში.
წინასწარ ცნობილია, რომ უმრავლესობა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარდაჭერას უცხადებს. თანამდებობაზე დასამტკიცებლად მას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს. საკანონმდებლო ორგანოში თეონა მანაგაძე მუშაობს.