საქართველოს პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დასადგენია, ვინ და რა სახის ნივთიერება შეიტანა დარბაზში, რის გამოც, ორ დეპუტატს და აპარატის თანამშრომლებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
მმართველი გუნდი მომხდარში ოპონენტების კვალს ხედავს. სახელდება კონკრეტული გვარებიც „ევროპული საქართველოდან“. თავის მხრივ, ირმა ნადირაშვილი მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
ინციდენტზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.