პარლამენტში ეთიკის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში ეთიკის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, იმსჯელეს დებულებაზე და საჩივრების მიღება-განხილვის წესზე. საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, სავარაუდოდ, დებულების დამტკიცება საშემოდგომო სესიისთვის მოხერხდება, რის შემდეგაც უკვე დაიწყება მუშაობა კონკრეტულ საჩივრებზე.

ეთიკის საბჭომ უნდა განიხილოს საჩივრები ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ. ამ ეტაპზე ერთადერთი სანქცია, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდებაა, ასევე, საბჭოს ვალდებულებაა რეკომენდაციების გაცემა.

ეთიკის საბჭოს 14-კაციანი შემადგენლობიდან შვიდი ადგილი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, სამი – „ევროპულ საქართველოს“, ერთი  – „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი – „პატრიოტთა ალიანსს“, ორი კი, დამოუკიდებელ დეპუტატებს.