პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს სახალხო დამცველის ანგარიში წარედგინება.

ომბუდსმენის ანგარიშში ყურადღება სოციალური მუშაკების პრობლემებზეა გამახვილებული. სახალხო დამცველის ანგარიშში ბავშვებს შორის გარკვეული ტიპის ძალადობის ფაქტებიც მოხვდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომისია 16 წევრით დაკომპლექტდება. კომისიას, რომელსაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში დეპუტატი გედევან ფოფხაძე ხელმძღვანელობდა, უფლებამოსილების ვადა პირველ მარტს ამოეწურა.