პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პატარებისთვის სპეციალური ღონისძიება მოეწყო. მათ ნაცნობი ზღაპრის გმირები დახვდნენ, რომლებთან ერთადაც გასართობ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში სპექტაკლი „წუნა და წრუწუნაც“ წარმოადგინეს. პატარებს დღევანდელი დღე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და სხვა დეპუტატებმაც მიულოცეს.