2022 წლის ბიუჯეტი უკვე პარლამენტშია.
წინა წლების მსგავსად, მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა ამჯერადაც ცხარე დისკუსიის ფონზე ჩაივლის. ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით გადასახდელები 1 მილიარდით შემცირდა. ფინანსთა სამინისტრო ამ გარემოებას კოვიდ-პანდემიის ხარჯების შემცირებით ხსნის. მთავრობის პროგნოზით, მომავალ წელს პანდემიასთან საბრძოლველად წინა წლის მსგავსი ფინანსური რესურსის გამოყოფა საჭირო აღარ იქნება. პრიორიტეტული სფეროებია ინფრასტრუქტურა და განათლება, ასევე სოციალური მიმართულება. გათვალისწინებულია პენსიების 20-25 ლარით გაზრდაც. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მთავრობა ეკონომიკის 6%-ით გაზრდას პროგნოზირებს.