მედიისთვის უკვე ხელმისაწვდომია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს. თუმცა დამტკიცებამდე დოკუმენტს არაერთხელ მოუწევს კორექტირება, რადგან „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული მიმართულებით და შესაბამისად, ხარჯები პროექტში გაწერილი არ არის. მთავარი საფინანსო დოკუმენტის წინასწარი ვარიანტის მიხედვით, გათვალისწინებულია პედაგოგთა ერთი ნაწილის ხელფასების ზრდა, ასევე პენსიებთან დაკავშირებული ახალი სისტემა, რაც ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციაზე იქნება მიბმული. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის განხილვას არსებული პარლამენტი დაიწყებს და არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული ახალი პარლამენტი გააგრძელებს.