სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და 70 სხდომის გაცდენა, – ეს არის მიზეზები, რის გამოც პარლამენტმა სამი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. შედეგად 150 წევრიანი საკანონმდებლო ორგანო მუშაობას უკვე 145 დეპუტატით განაგრძობს. ახლა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციას საკუთარი მანდატების ათვისების შესაძლებლობაც აღარ აქვს, რადგან მათ გასულ წელს საკუთარი სიების ჩახსნის გადაწყვეტილება თავად მიიღეს.