პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. დეპუტატებმა ცვლილებებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს, დღის ბოლომდე კი, პროექტს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ უჭერს და აღნიშნავს, რომ საქმეების ელექტრონული გადანაწილების სისტემა პრაქტიკაში პრობლემებს შექმნის.
პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, ფართოვდება სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთპიროვნულად განსახილველ საქმეთა არეალი.
კერძოდ, საქმეთა კატეგორიაში შედის ისეთი საქმეებიც, როგორიცაა თავშესაფრის მიცემასთან ან ოჯახური ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებული დავები.
ამასთან, პროექტით ფართოვდება ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველ საქმეთა არეალიც.