პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთში

პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ანკარაში მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეხვდება. მათ შორის დაგეგმილია მოლაპარაკებები კობახიძის თურქ კოლეგასთან.

განხილვის ძირითადი საკითხი პარლამენტებს შორის თანამშრომლობას შეეხება. მხარეები ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზეც იმსჯელებენ. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის ვიზიტი ანკარაში ორ დღეს გაგრძელდება.