საფრანგეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. დილიდან შეხვედრები გაიმართა სენატში. შალვა პაპუაშვილს უმასპინძლებს ასევე ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც. ყველა შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაა.
ქართული დელეგაცია ფრანგულ მხარეს რეფორმების გატარების თაობაზე აწვდის ინფორმაციას.