საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. მას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი დღის მეორე ნახევარში უმასპინძლებს.
მანამდე კი, პირველი შეხვედრა თავდაცვის უწყებაში გაიმართება. რა იქნება დღევანდელი შეხვედრების მთავარი თემა – ანა ბროლაძე ვილნიუსიდან.