პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ლიეტუვაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. მას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი დღის მეორე ნახევარში უმასპინძლებს.

მანამდე კი, პირველი შეხვედრა თავდაცვის უწყებაში გაიმართება. რა იქნება დღევანდელი შეხვედრების მთავარი თემა – ანა ბროლაძე ვილნიუსიდან.